ტერმინალი „ტრანსიბერიატრანზიტი“ მრავალპროფილური სატვირთო- საკონტეინერო საბაჟო ტერმინალია.იგი განთავსებულია ქ. ფოთში და მოიცავს 2,5 ჰა მიწის ფართობს. ტერმინალის ტერიტორიაზე განთავსებულია 1300 კვ.მეტრი დახურული საწყობი 5 ვაგონის ერთდროულად დაცლა-დატვირთვის ფრონტით. ტერმინალის ღია მოედანზე შესაძლებელია განთავსდეს 800 ერთეული TEU სავსე და ცარიელი კონტეინერი სადაც ხდება მათი დამუშავება, დაცლა-დატვირთვა 11 ვაგონის ფრონტის ლიანდაგზე. აღჭურვილია საქართველოს საბაჟოს ინსტრუქციების სრული დაცვით. 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობითა და დაცვით. ტერმინალი ფუნქციონირებს ამწე საშუალებებითა და სხვა საჭირო ტექნიკით.
ტერმინალის მომსახურეობის ჩამონათვალი:
- კონტეინერების დასაწყობება;
- ყველა ტიპის დაცლა-დატვირტვის სამუშაოები (მანქანა-ვაგონი, კონტეინერი-ვაგონი, ვაგონი-საწყობი, მანქანა-საწყობი-ვაგონი);
- ტვირთების ღია მოძრავ შემადგენლობაზე დატვირთვა, დამაგრება და შეფუთვა;
- სხვადასხვა ტიპის ტვირთების დასაწყობება როგორც დახურულ საწყობში ასევე ღია მოედანზე;
- რეფკონტეინერების ელ. ენერგიით მომარაგება;
- სხვა დაცლა-დატვირთვის სამუშაოები;