სარკინიგზო-საბორნე გადაზიდვებში შპს „ტრანსიბერიატრანზიტს“ განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნია. ჩვენი ქვეყნის მდებარეობიდან გამომდინარე წარმატებით ვმუშაობთ „ტრასეკას’ კორიდორში არსებულ საბორნე გადასასვლელებზე. ესენია: ფოთი/ბათუმი-ილიჩევსკი (უკრაინა), ალიათი (აზერბაიჯანი)-თურქმენბაში(თურქმენეთი) და ალიათი (აზერბაიჯანი)-კურიკი (ყაზახეთი). გვაქვს რა მრავალწლიანი გამოცდილება საბორნე გადამზიდველებთან („უკრფერი“ ქ.ოდესა, უკრაინა, „ბულგარეთის საზღვაო სანაოსნო“ ქ. ვარნა, ბულგარეთი და „კასპარ“ ქ.ბაქო, აზერბაიჯანი) შეუფერხებლად ვახორციელებთ ასეთი ტიპის გადაზიდვებს, რაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შპს „ტრანსიბერიატრანზიტის“ შვილობილი კომპანიები „ტრანსიბერიატრანზიტი-პარომი“ უკრაინაში ქ. ილიჩევსკი და შპს ‘ალფატრანსი“ ქ. კურიკი, ყაზახეთი რომელნიც ბაზირებულნი არიან შესაბამისად ილიჩევსკისა და კურიკის პორტებში და უშუალოდ ახორციელებენ ბორნებზე საექსპედიტორო და საბაჟო პროცედურებს.