სარკინიგზო ტრანსპორტი ყველაზე ხელმისაწვდომი და საიმედო საშუალებაა ტვირთის გადასაზიდად.  ამ სფეროში შპს „ტრანსიბერიატრანზიტს“ დიდი გამოცდილება და საერთაშორისო რეპუტაცია გააჩნია.

სარკინიგზო ტრანსპორტზე ჩვენი კომპანიის მუშაობის არეალია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია, აღმოსავლეთ ევროპა, ავღანეთი, ჩინეთი და მონღოლეთის ტერიტორიები. წარმატებით ვმუშაობთ „ტრასეკა“-ს კორიდორის ქვეყნების მიმართულებით.

საკმაო გამოცდილებიდან გამომდინარე შპს „ტრანსიბერიატრანზიტს“ საერთაშორისო გადაზიდვებში უზრუნველყოფს ყველა ტიპის ტვირთების ტრანსპორტირებას როგორც საკუთარი ძალებით ასევე კონკრეტულ გადაზიდვებისათვის მოწვეული სანდო პარტნიორების მეშვეობით.

სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურეობის ჩამონათვალი:

-ოპტიმალური ლოგისტიკური მარშუტების შემუშავება, ალტერნატიული მარშუტებზე გადაზიდვის ტარიფების დათვალა;

– სარკინიგზო ტარიფის გადახდა გადაზიდვაში მონაწილე რკინიგზებზე;

-შპს „საქართველოს რკინიგზასთან“ გადაზიდვის გეგმა-განაწესის მომზადება;

-ტვირთის გადაზიდვის დაგეგმისათვის წინასწარი შეთანხმებების მომზადება გადაზიდვაში  მონაწილე რკინიგზებთან;

– დატვირთვაზე ვაგონების მიწოდება;

– არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირტების გადაზიდვა,  შესაბამისი ნახაზებისა და ნებართვების მომზადება;

– გადაზიდვის პროცესში ვაგონების ადგილმდებარეობის დადგენა;

– რკინიგზის ზედდებულების მომზადება;

– ტვირთის დაზღვევა;