შპს „ტრანსიბერიატრანზიტი“ საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიაა რომელიც დაარსდა ქ.თბილისში 2000 წელს.

მაღალკვალიფიციური პერსონალისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე კომპანიას წამყვანი ადგილი უკავია სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი წარმოადგენს შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ოფიციალურად აღიარებულ საექსპედიტორო კომპანიას და აღიარებული ყავს საერთაშორისო ბაზარზე.

შპს „ტრანსიბერიატრანზიტის“ შვილობილი კომპანიები ოპერირებენ უკრაინისა (შპს „ტრანსიბერიატრანზიტი-პარომი“, ქ. ილიჩევსკი) და ყაზახეთის (შპს „ალფა ტრანსი“ ქ.აქტაუ) საბორნე გადასასვლელებზე და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტვირთების გადაზიდვის პროცესში ამ ქვეყნებში.

კომპანიას გააჩნია საკუთარი სატვირთო-საკონტეინერო ტერმინალი ქ. ფოთში.