დაგვიკავშირდით: + (995-32) 2923008; 2923631; 2348040; : Transiberia

ინფორმაცია

1. ბაქო - თურქმენბაში/აქტაუ

საბორნე რეგულარული ხაზი ბაქო (აზერბაიჯანი) - თურქმენბაში (თურქმენეთი) გაიხსნა 1963 წელს, ხოლო ბაქო (აზერბაიჯანი) - აქტაუ (ყაზახეთი) - 2001 წელს. ისინი აკავშირებენ აზერბაიჯანის რკინიგზას თურქმენეთის და ყაზახეთის რკინიგზებთან.
ამჟამად ხაზებზე 7 ,,დაღესტანი"-ს ტიპის ბორანი მუშაობს აზერბაიჯანის დროშით.
ეს ბორნებია: „დაღესტანი", „მერკური-1", „აკადემიკოსი ტოპჩუბაშევი", „აზერბაიჯანი", „აკადემიკოსი ჰასან ალიევი", „პროფესორ გიულ", „ნახიჩევანი".

თითოეული ბორანი ბორტზე სტანდარტული სიგრძის 28 სარკინიგზო ვაგონს იტევს.

მარშრუტი ბაქო - თურქმენბაშის მანძილი შეადგენს 306 კმ, და ბორანი ამ მანძილს გადის 12 საათში, ხოლო აქტაუს მიმართულებით - 18 საათში.

2. ილიჩევსკი/ქერჩი- ფოთი/ბათუმი/ვარნა/დერინჯე

ილიჩევსკი - ვარნა (ბულგარეთი) რეგულარულ ხაზზე ბორანი ანხორციელებს კვირაში 1 (ერთი) რეისს და 1 (ერთი ) რეისს უკანა მიმართულებით.

ხაზზე ილიჩევსკი - ბათუმი (საქართველო) ბორანი ანხორციელებს 1 (ერთი) წრიულ რეისს ილიჩევსკი - ბათუმი - ილიჩევსკი. საშუალო დრო ილიჩევსკიდან ბათუმამდე და პირიქით შეადგენს 60 საათს.

ხაზზე ქერჩი - ფოთი (საქართველო) ბორანი ანხორციელებს 1 წრიულ რეისს ქერჩი - ფოთი - ქერჩი. საშუალო დრო ქერჩიდან ფოთამდე და პირიქით 30 საათია.

ხაზზე ვარნა (ბულგარეთი) - ბათუმი (საქართველო) ბორანი ანხორციელებს კვირაში 1 რეისს ვარნა - ბათუმი და კვირაში 1 რეისს ბათუმი - ვარნა. საზღვაო გადასვლის საშუალო დრო ვარნადან ბათუმამდე 60 საათია.

ილიჩევსკი - ბათუმის ხაზზე მუშაობს საავტომობილო - სარკინიგზო ბორანი „გრეიფსვალდი". ბორანს გემბანზე ერთდროულად შეუძლია მიიღოს 50 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონი და 50 მძიმე ტვირთიანი ავტომობილი TIR-ი.

დანარჩენ ხაზებზე მუშაობს ბორნები: „გეროი შიპკი", „გეროი პლევნი", „გეროი ოდესი", „გეროი სევასტოპოლია". თითოეული ბორანი გემბანზე იტევენ 108 სატვირთო-სარკინიგზო ვაგონს, 90 ტრაილერს (16 მ. სიგრძის) ან ევროპული სტანდარტის 900 მსუბუქ ავტომობილს.

ოფიციალური გაცვლითი კურსი

წინა 2017-09-21 ცვლილება
USD 2.47381 2.4778 0.00399
EUR 2.9661 2.9746 0.00850
RUB 4.2619 4.2802 0.0183
SEK 3.1103 3.1218 0.0115